გარემოს დაცვის მინისტრის გიგლა აგულაშვილის მონაცემებით, თბილისში ძლიერი წვიმა მოსალოდნელი არ არის. ამის შესახებ მან „2030“-ის ეთერში განაცხადა.
„ბოლო ინფორმაციით, ძლიერი წვიმა მოსალოდნელი აღარ არის. შეიძლება მცირეოდენი ნალექი იყოს. თბილისის თავზე არსებული ღრუბელი გაიფანტა და შესუსტდა, ხოლო ხვალიდან ველოდებით უფრო სიცხეს, ვიდრე ნალექს“, - განაცხადა მინისტრმა.