17-18 ივნისს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ბულგარეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი როსენ პლევნელიევი ეწვევა.
ვიზიტის ფარგლებში ბულგარეთის პრეზიდენტი საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარესა და პრემიერ-მინისტრს შეხვდება. ასევე ბულგარეთის პრეზიდენტი გახსნის კონფერენციას „საქართველოს ევროპული გზა“.
,, გარდა ოფიციალური შეხვედრებისა, ბულგარეთის პრეზიდენტი გახსნის მე-12 საერთაშორისო კონფერენციას „საქართველოს ევროპული გზა“. გარდა ამისა, 17-18 ივნისს საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვევა ლიტვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი. ბუნებრივია, განხილულ იქნება რიგის „აღმოსავლეთ პატნიორობის“ სამიტის შედეგები და საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური დღის წესრიგი. განსახილველ საკითხებს შორის არის ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობის საკითხები, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და უსაფრთხოების მდგომარეობა რეგიონში”, _განაცახდა საგარეო უწყებსი პრესსპიკერმა დავით კერესელიძემ.