რუსთავში მტკვარმა მამაკაცის გვამი გამორიყა. როგორც შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ,,რუსთავი-2”-თან საუბარში განაცხადა იგი სტიქიის შედეგად დაკარგულ ადამიანების რიცხვში არ შედიოდა, რის გამოც აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყება.
,,რუსთავში მტკვარმა მამაკაცის გვამი გამორიყა, თუმცა ის დაკარგულებში არ ირიცხებოდა და ჩვეულებრივად გამოძიება დაიწყება გვამის აღმოჩენასთან დაკავშირებით”, _განაცხადა გომელაურმა.
შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის სტიქიის შედეგად დაკარგულ 5 ადამიანს ეძებენ.