27 აპრილს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის მცირე სცენაზე პრემიერაა. წარმოდგენილი იქნება ზურაბ ანტონოვის პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლი "მზის დაბნელება საქართველოში". სპექტაკლში მთავარ როლებს მსახიობები - ჯემალ ღაღანიძე, გურამ საღარაძე, მარინა კახიანი, ზინა კვერენჩხილაძე, ლევან ბერიკაშვილი, სოსო ლაღიძე, ზაზა ლებანიძე, მარინა ჯანაშია ასრულებენ.
სპექტაკლი ცნობილი ქართული ვოდევილების საფუძველზე შეიქმნა. ძირითადი სიუჟეტი ზურაბ ანტონოვის პიესაში მომხდარი ამბავია. სპექტაკლში არიან პერსონაჟები გიორგი ერისთავის პიესა "ძუნწიდანაც", რაფიელ ერისთავის პიესიდან "ჯერ დაიხოცნენ მერე იქორწინეს," ავქსენტი ცაგარელის "ხანუმადან."
სპექტაკლის რეჟისორია გოჩა კაპანაძე, მხატვარი - ანა ნინუა.
სპექტაკლი 28 აპრილსაც იქნება წარმოდგენილი.