კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი მინდია ჯანელიძე აცხადებს, რომ აუცილებლად მოხდება იმ მიზეზების შესწავლა, რის გამოც სტიქიის ამხელა მასშტაბი დაფიქსირდა.
მისივე თქმით, სუბიექტის ბრალეულობის გამოკვეთის შემთხვევაში, შესაბამისი ზომები გატარდება.
"აუცილებლად მოხდება იმ მიზეზების შესწავლა, რის გამოც სტიქიის ამხელა მასშტაბი დაფიქსირდა. პირველ რიგში, იმის გამო, რომ მსგავსი სტიქია არ განმეორდეს და ამ პროცესში თუ იქნება გამოკვეთილი ვინმეს, რომელიმე სუბიექტის ბრალეულობა, მაშინ შესაბამისი ზომები იქნება მიღებული", - განუცხადა ჟურნალისტებს მინდია ჯანელიძემ.