ევროკავშირის ელჩმაის იანოშ ჰერმანის განცხადებით, ევროკავშირის სტრუქტურები კოორდინაციაში არიან საქართველოს მთავრობასთან და ახლა ხდება ფორმულირება იმ დახმარებისა, რომელსაც ევროკავშირი საქართველოსთვის გამოყოფს, როგორც დაუყოვნებლივ, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში.
ელჩი მწუხარებას გამოთქვამს საქართველოში დატრიალებული ტრაგედიის გამო და სამძიმარს უცხადებს ოჯახებს, რომელთაც დაკარგეს ახლობლები და საცხოვრისი.
,,დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმ სოლიდარობამ, რომელიც გამოხატული იყო ადამიანების მხრიდან. ახლა საკითხი დგას ჩვენთვის ასე: რისი გაკეთება შეგვიძლია. რასაკვირველია, დახმარება შეიძლება იყოს დაუყოვნებლივი, პირველადი მნიშვნელობის და ასევე დახმარება, რომელიც საჭირო იქნება უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში. თქვენ ალბათ უკვე ნახეთ, რომ ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა გამოხატეს დახმარების მზადყოფნა როგორც მატერიალური, ისე ექსპერტული თვალსაზრისით. ჩვენი უწყებები არიან ყოველდღიურ კავშირში საქართველოს მთავრობის შესაბამის სტრუქტურებთან იმისთვის, რომ მოხდეს ზუსტი ფორმულირება რა სახის დახმარება სჭირდება საქართველოს. დახმარება, რომელიც ევროკავშირიდან წამოვა, სრულ თანხვედრაში იქნება იმ საჭიროებებთან, რომელიც საქართველოს მთავრობას აქვს", - განაცხადა ჟურნალისტებთან იანოშ ჰერმანმა.