პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს კონსტიტუციის 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა მოიწვია.
რიგგარეშე სხდომა 16 ივნისის 18:00 საათზე გაიმართება.
სხდომაზე შემდეგ საკითხებს განიხილავენ: „საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მიზნით საქართველოს სამხედრო ძალების გამოყენების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის - საქართველოს სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდლის 2015 წლის 14 ივნისის N2 ბრძანების, „საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მიზნით საქართველოს სამხედრო ძალების გამოყენების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის - საქართველოს სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდლის 2015 წლის 15 ივნისის N3 ბრძანებისა და „საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მიზნით საქართველოს სამხედრო ძალების გამოყენების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის - საქართველოს სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდლის 2015 წლის 16 ივნისის N4 ბრძანების დამტკიცება.
პარლამენტმა რიგგარეშე სხდომის დღეს გამართვის თხოვნით საქართველოს პრეზიდენტს მიმართა. დღის წესრიგზე დეპუტატებმა ბიუროს სხდომაზე იმსჯელეს.