გმირთა მოედანზე, მიწისქვეშა გადასასვლელთან ბუნებრივი აირის მილი დაზიანდა. ბუნებრივი აირი ჰაერში დიდი წნევით გამოედინება.
ადგილზე გამოძახებულია სახანძრო ბრიგადები, ასევე შესაბამისი ორგანოები, რომლებმაც ბუნებრივი აირი უნდა გადაკეტონ და გახეთქილი მილის რეაბილიტაცია მოახდინონ.
ტერიტორია, სადაც ბუნებრივი აირის მილი დაზიანდა, გმირთა მოედნის ქვეშ გამავალი მიწისქვეშა გადასასვლელია ზოოპარკის მხრიდან. ამ ადგილზე წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები რამდენიმე დღეა მიმდინარეობს.