საქართველოში დატრიალებული ტრაგედიის გამო მწუხარებას რუსეთის პრეზიდენტიც გამოთქვამს. ვლადიმერ პუტინის მიმართვა ჟურნალისტებს მისმა პრეს-მდივანმა გააცნო. “რუსეთის პრეზიდენტი შეშფოთებულია თბილისში დატრიალებული ტრაგედიით და ამ მძიმე წუთებში ქართველ ხალხს ტანაგრძნობასა და მხარდაჭერას უცხადებს,”-აღნიშნა დიმიტრი პესკოვმა.