თბილისის მერის დავით ნარმანიას თქმით, დაზუსტებული მონაცემებით, სტიქიის შედეგად 13 ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ მან „2030“-ის ეთერში განაცხადა.
„დღეს სამუშაო დღის ბოლოსათვის გვქონდა 13 ადამიანის დანაკარგი. თუმცა სულ ახლახანს, ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის, მაგრამ, მე მაცნობეს, კიდევ ერთი ადამიანით მომატებულა გარდაცვლილთა რაოდენობა“, - განაცხადა ნარმანიამ.