თბილისში მომხდარ ტრაგედიას მყისიერად გამოეხმაურა ისრაელური მხარე, რომელიც გვთავაზობს, ქ. იერუსალიმის ბიბლიური ზოოპარკის სპეციალისტების დახმარებას, კერძოდ, მოკლე პერსპექტივაში ზოოპარკის სპეციალისტების მოვლინებას თბილისში (სპეციალური აღჭურვილობით) თბილისის ზოოპარკიდან გაქცეული მხეცების უვნებელი ევაკუაციის მიზნით. გრძელვადიან პერსპექტივაში კი, თანამშრომლობას თბილისის ზოოპარკის აღდგენის მიზნით. იერუსალიმის ზოოპარკის სპეციალისტები ქ. თბილისში ხვალ ჩამოვლენ.