თბილისში სტიქიური უბედურების შედეგად დატრიალებული ტრაგედიის გამო მწუხარებას უკრაინის პრეზიდენტიც გამოთქვამს. თანაგრძნობა პეტრო პოროშენკომ ქართველ კოლეგას, გიორგი მარგველაშვილს გამოუცხადა. “უკრაინელი ხალხის სახელით გულწრფელ მწუხარებას გამოვთქვამთ და თანაგრძნობას ვუცხადებთ დაღუპულთა ოჯახებს, დაშავებულებს კი სწრაფად გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ. უკრაინას მზადაა მეგობარ ქართველ ხალხს აუცილებელი დახმარება აღმოუჩინოს,”-ნათქვამია პოროშენკოს განცხადებაში.