ხელისფლებამ თბილისის მერიას 10 მილიონი გამოუყო სტიქიის შედეგებთან საბრძოლველად. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „იმედის კვირაში“ განაცხადა.
„თბილისის მერიისთვის10 მილიონი გამოვყავით დახმარების სახით. პირველ ეტაპზე ეს იქნება საკმარისი. ჯამში, ჩვენი ვარაუდით, ეს დაგვიჯდება 50 მილიონი ლარი“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
ამასთანავე პრემიერმა აღნიშნა, რომ სახლები სვანეთის ქუჩაზე უკიდურეს მდგომარეობაშია და შეჰპირდა საზოგადოებას, რომ არც ერთი ოჯახი არ დარჩება ყურადღების გარეშე. როგორც ღარიბაშვილმა პიდაპირ ეთერში განაცხადა, „სიტუაცია მის პირად კონტროლზეა აყვანილი“.