„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერის ირაკლი ალასანიას თქმით, მისი ამოცანაა – „არაფორმალურ მართველობას ივანიშვილი ჩამოვაცილოთ“. ამის შესახებ მან „პირველ სტუდიაში“ განაცხადა.
„დღეს ჩემი და ჩემი გუნდის ამოცანა არის, რომ არაფორმალურ მართველობას ბიძინა ივანიშვილი ჩამოვაცილოთ და რომ 2016 წელ ქართველმა ხალხმა აირჩიოს პარლამენტი და რეალურად დავიწყოთ ქვეყნის უმძიმესი კრიზისიდან გამოყვანა. თქვენ არ იცით როგორი შემოდგომა გველოდება: ეკონომიკურადაც, ენერგეტიკული კრიზისის კუთხითაც... ქვეყანას სჭირდება მართვა და პატრონობა, რომელსა ვერ წევს ეს გუნდი“, – განაცხადა ალასანიამ.