„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია ურჩევს მოქმედ თავდაცვის მინისტრს თინა ხიდაშელს „თავი გაანებოს წინამორბედების უსაფუძვლო კრიტიკას“. როგორც ალასანიამ „პირველ სტუდიაში“ განაცხადა, მას არ სურს, რომ თავდაცვის მინისტრი დადგეს პოლიტიკური კონიუქტურის დაქვემდებარებაში.
„მოვუწოდებ თინას [თავდაცვის მინისტრს], რომ ასეთი დამოკიდებულობით მან შეიძლება რამოდენიმე ადამიანის კეთილგანწყობა მოიპოვოს (ერთისგან, ზუსტად ვიცი, რომ მოიპოვებს [ბიძინა ივანიშვილისგან]), მაგრამ საქართველოს შეიარაღებული ძალებიასგან პატივისცემას ასეთი მეთოდით, რომ წინა ხელმძღვანელები უსაფუძვლოდ აკრიტიკოს, ნამდვილად ვერ მოიპოვებს. მინდა, რომ პირველი ქალბატონი თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე იზრუნოს ჯარზე და ნუ დადგება პოლიტიკური კონიუქტურის დაქვემდებარებაში“, – განაცხადა ალასანიამ.
ამასთანავე პოლიტიკოსმა იმედი გამოთქვა, რომ „რესპუბლიკური პარტია“ არ გადაუსმევს „თავისუფალ დემოკრატებთან“ არსებულ კონსტრიქციულ თანამშრომლობას ხაზს.