საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ჯალაღანიამ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალური წარმომადგენელი ჭაო სიდი მიიღო, რომელიც ვიზიტით ეწვია საქართველოს.
შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ჩინეთს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული აქტუალური საკითხები.
საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრისას ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის უკანასკნელ პერიოდში მნიშვნელოვნად გააქტიურებულ თანამშრომლობას მრავალი მიმართულებით და დადებითად შეფასდა ორივე მხარის მისწრაფება მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების კუთხით.