კონტროლის პალატის ყოფილი ხელმძღვანელის სულხან მოლაშვილის ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობა“ ქვეყანაში დისტაბილიზაციას გეგმავს. როგორც მოლაშვილმა „2030“-ში განაცხადა, მას აქვს კონკრეტული ინფორმაცია, რომ სააკაშვილის მითითებით სტუდენტებს ფულის სანაცვლოდ სთავაზობენ ჩაერთონ ხელისუფლების დისკრედიტაციაზე მიმართულ მოქმედებებში. მოლაშვილის თქმით, ერთ-ერთი ახალგაზრდული მობილური ჯგუფის წევრი მისი ნათესავია და ის მზად არის მისცეს ჩვენება დაინტერესებულ ორგანოებს.
„ეს ყველაფერი გამიზნულია ცენტრალური ხელისუფლების დისკრედიტაციისთვის, ქვეყანაში პროცესების საარჩევნოდ არმიყვანამდე. ეს ყველაფერი ხდება საიმისოდ, რომ არჩევნები არ ჩატარდეს ან ჩატარდეს ისეთ დაძაბულ ვითარებაში, სადაც ნერვები იქნება უკიდურესობამდე დაძაბული და უბრალო პროვოკაციაც შეიძლება გახდეს რაღაც საშინელების საბაბი. ამის ოსტატები „ნაცმოძრაობის“ წევრები რომ არიან, ამას პრემიერ-მინისტრის [ზურაბ ჟვანიას] სიკვდილიც ადასტირებს, ჟურნალისტ სანაიას სიკვდილიც და ბევრი სხვა ფაქტიც“, - განაცხადა მოლაშვილმა.