საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ჯალაღანიამ საქართველოში ირანის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აბას თალები ფარი მიიღო.
საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრისას მხარეებმა შეაჯამეს მიმდინარე წლის 19 მაისს თეირანში ორ ქვეყანას შორის გამართული საქართველო-ირანის ეკონომიკური, სავაჭრო, სამეცნიერო და ტექნიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის მე-5 სხდომის შედეგები.
ასევე განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული საკითხები და სამომავლო გეგმები.