ევროინტეგრაციის თემაზე მარნეულში ფერმერებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლები ზაურ დარგალი და ზვიად ზვიადაძე, სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკის სამინისტროების წარმომადგენლები - ლაშა ინაური, არმენ ამირხანიანი, თამაზ გოგოლაძე და ინგა ახობაძე მონაწილეობდნენ.
მათ შეხვედრის მონაწილეებს მიაწოდეს ინფორმაცია ევროინტეგრაციის პროცესის, ასოცირების შეთანხმების მოსალოდნელ სარგებელზე სოფლის მეურნეობისა და ვაჭრობის მიმართულებით.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ ფერმერები ქვემო ქართლის რეგიონიდან, ასევე სოფლების რწმუნებულები და მარნულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი.
ევროინტეგრაციის თემაზე შეხვედრები რეგიონებში ევროინტეგრაციის საკითხთა კომუნიკაციისა და ინფორმაციის შესახებ საქართველოს მთავრობის 2014-2017 წლების სტრატეგიის ფარგლებში მიმდინარეობს.