დღეს, 29 ოქტომბერს, 12:00 საათზე, "ახალი მემარჯვენეების~ მხარდამჭერის კოტე კაპანაძის საქმის განხილვა თელავის რაიონულ სასამართლოში განახლდება.
სამართალდამცავებმა კოტე კაპანაძე 2009 წლის 22 ივნისს დააკავეს. კახეთის საოლქო პროკურატურა მას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს. პროკურატურის ინფორმაციით, კაპანაძემ 2007 წელს, თელავის საგადასახადო ინსპექციაში მუშაობის დროს, სახელმწიფოს 208 ათასი ლარის ოდენობის ზიანი მიაყენა.
განსასჯელი თავს დამნაშავედ არ ცნობს. კაპანაძის ადვოკატები აცხადებენ, რომ დაკავებული პოლიტიკური პატიმარია.
სისხლის სამართლის საქმეს მოსამართლე ბესარიონ ტაბაღუა განიხილავს.