,,ნაციონალური მოძრაობის” ანტიკორუფციულმა კომისიამ მუშაობა ვანში დაიწყო. საპარალემნტო უმცირესობა ნეპოტიზმში ვანის გამგებელს ადანაშაულებს.
,,ნაციონალებმა” ქალაქის ცენტრში ბანერი გამოფინეს, წარწერით "ვანის გამგებელი, ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე - ბიუჯეტის ქურდები".
„ვანის რაიონი გახლავთ ბიძინა ივანიშვილის ე.წ. პირადი ტერიტორია, იმიტომ, რომ გამგებლად დანიშნეს კახა კალაძის ოჯახის წევრის ნათელმირონი, საკრებულოს თავმჯდომარედ დანიშნულია ივანიშვილის „ქართუ ბანკის“ ხელმძღვანელის ბიძაშვილი ლილუაშვილი. ამიტომ, აქ ნეპოტიზმის, კორუფციის ბევრი ფაქტია,“-განაცხადა ,,ნაცმოძრაობის” წევრმა ლევან ბეჟაშვილმა.
,,ნაციონალურ მოძრაობის” ბრალდებებს ვანის გამგებელი გამოეხმაურა, რომელიც ნეპოტიზმის ფაქტებს უარყოფს, თუმცა ადასტურებს, რომ რამდენიმე სამსახურში მისი სიძე, და და მეუღლე მუშაობენ.
,, რაც შეეხება ნათელმირონობას ჩემსა და კახა კალაძეს შორის, ეს აბსურდია. რაც შეეხება ცემს მეუღლეს ის მუშაობს ბაღების გაერთიანებაში 2007 წლიდან, მე არ დამინიშნავს”, _აცხადებს ვანის გამგებელი ზაზა ხურციძე.
საპარლამენტო უმცირესობა ვანში 3 დღის განმავლობაში დარჩება.