ხვალ, 27 აპრილს, 19:00 საათზე სამების საკათედრო ტაძართან არსებულ ახალგაზრდულ ცენტრში გაიმართება ლია ბედოშვილის საბავშვო წიგნის „საუფლო ამბები" წარდგინება. ილუსტრაციების ავტორია მხატვარი ლიზა ჩქარეული.
ღოგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ორგანიზატორებმა აცნობეს, წიგნი დაიწერა სრულად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II ლოცვა-კურთხევით. მასში ბავშვებისთვის გასაგებ ენაზე გადმოცემულია მოთხრობები 7 ხორციელ მოწყალებაზე: მშიერთა დაპურება, მწყურვალთა დაწყურება, შიშველთა შემოსვა, უცხოთა შევრდომა, სნეულთა მოკითხვა, პატიმართა მიხედვა და მიცვალებულთა დამარხვა.
ეს წიგნი არაა პირველი ავტორისთვის, მანამდე მას გამოცემული აქვს რამოდენიმე პოეტური კრებული და საბავშვო ზღაპრები.
საღამოზე გამოფენილი იქნება ლიზა ჩქარეულის მინიატურები, აგრეთვე მონაწილებას მიიღებენ მწერლები, პოეტები, ფოლკლორული ანსამბლები და მომღერლები.