თუ ოდესა დაეცემა, საქართველო შესაძლოა საერთოდ გაანადგურონ. ამის შესახებ ოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა ქსენია სობცაკისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. „ის, რომ დღეს ოდესის გუბერნატორი ვარ, რა თქმა უნდა, უცნაურია, მაგრამ თავად ცხოვრებაა უცნაური. ჩვენ დღეს ომში ვართ. ამიტომ, გამოწვევები დღეს აბსოლურურად ეკზისტენციალური და ურთიერთდაკავშირებულია. ეს არის შავი ზღვის რეგიონი და მე ამ რეგიონის წარმომადგენელი ვარ. ამ ოლქის გუბერნატორი იმიტომ გავხდი, რომ ოდესის დაცემა არ შეიძლება. თუ ოდესა დაეცა, საქართველო გარკვეულმა ძალებმა შესაძლოა საერთოდ წაშალონ,“-აღნიშნა სააკაშვილმა.