დღეს, 26 აპრილს, 18:00 საათზე კი თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი კონცერტს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს საკონცერტო დარბაზში გამართავს. კონცერტი იოჰან სებასტიან ბახის 325 წლის იუბილეს ეძღვნება.
მსმენელის წინაშე წარდგება იაპონიაში მოღვაწე ქართველ დირიჟორ და მევიოლინე გიორგი ბაბუაძესთან ერთად.
შესრულდება ი. ს. ბახის ნაწარმოებები: კონცერტი სამი ვიოლინოსა და ორკესტრისათვის D-დურ
კონცერტი ვიოლინოსა და ორკესტრისათვის E-დურ, "ფუგის ხელოვნება" კონტრაპუნქტი I, IX, XI, "Musikalisches opfer" ექვსხმიანი რიჩერკარე c-moll, "კარგად ტემპერირებული კლავირი" პრელუდია და ფუგა a-moll, სუიტა ორკესტრისთვის №2 h-moll.
დირიჟორია გიორგი ბაბუაძე, სოლისტები _ დიმიტრი სტავრიანიდი (ფლეიტა), გიორგი ბაბუაძე (ვიოლინო), თამარ ებრალიძე (ვიოლინო), ია დავითაშვილი (ვიოლინო), გიორგი ქერელაშვილი (ვიოლინო).
შეგახსენებთ, რომ 24 აპრილს, თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი ბოლნისში, სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სახალხო თეატრში გამართა.