საუდის არაბეთის პრინცის ვიზიტი საქართველოში დასრულდა. ვიზიტის დასასრულს ალ-ვალიდ ბინ ტალალ ბინ აბდულაზიზ ალ საუდი საქართველოს პრემიერ მინისტრთან ერთად ქართული ნაციონალური ბალეტის, „სუხიშვილების“ კონცერტს დაესწრო, რომელიც მაღალი რანგის სტუმრის პატივსაცემად გაიმართა. ვიზიტის დასასრულს გაიმართა ოფიციალური ვახშამიც. პრინცი ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საინვესტიციო გარემოს გაეცნო და გნაცხადა, რომ მოუთმენლად ელის საქართველოში ინვესტიციების ჩადებას.
საპატიო სტუმარი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პრემიერმა ღარიბაშვილმა და ვიცე-პრემიერმა კვირიკაშვილმა გააცილეს.