მიმდინარე წლის ბიუჯეტის კორექტირებულ ვარიანტს ფინანსთა მინისტრი პრემიერს დღეს მთავრობის სხდომაზე წარუდგენს. უკვე ცნობილია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადმინისტრაციული ხარჯების დაზოგვით ბიუჯეტი 3,5 მილიონი ლარით შეამცირა. თავდაცვის სამინისტრომ უარის თქმა რბილ ავეჯსა და ავტომანქანებზე არჩია, რითაც ნახევარი მილიონი ლარი დაზოგა. ირაკლი ღარიბაშვილმა ნოდარ ხადურს კორექტირებული ბიუჯეტის წარდგენა შემცირებული ეკონომიკური ზრდის პროგნოზის ფონზე მოსთხოვა.