ევროპარლამენტმა რუსეთის საწინააღმდეგო რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტი ევროკავშირს რუსეთთან ურთიერთობის გადახედვის რეკომენდაციას აძლევს. ამასთან, ევროპარლამენტარები რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლის გააქტიურებას და რუსეთის სამოქალაქო საზოგადოებისთვის მხარდაჭერის გაძლიერებას მოითხოვენ. დოკუმენტში მკაცრად არის დაგმობილი უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესია, ყირიმის უკანონო ანექსია და საქართველოსა და უკრაინის სუვერენიტეტის ხელყოფა. რეზოლუციის პროექტი ლიტველმა დეპუტატმა გიბრიელიუს ლანდსბერგისმა მოამზადა.