შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადმინისტრაციული ხარჯები შეამცირა და 3,5 მილიონი ლარი დაზოგა. ინფორმაციას შს მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე ავრცელებს. ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა კი პრემიერ-მინისტრს კორექტირებული ბიუჯეტის პროექტი დღეს უნდა წარუდგუნოს. უკვე ცნობილია, რომ კორექტირება შედის თავდაცვის, ენერგეტიკის და სხვა სამინისტროების ბიუჯეტშიც.