ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა იყო ლეგიტიმური, მაგრამ არასწორი ნაბიჯი, აცხადებს ზურაბ ადეიშვილი გადაცემა „არჩევანში“. ასე შეაფასა იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის ფაქტი.
„ეს გადაწყვეტილება იყო ლეგიტიმური, მაგრამ პოლიტიკაში არის ადგილი მხოლოდ პოლიტიკური დისკუსიისათვის. ბუნებრივია, როდესავ ხდება სამართლებრივი მექანიზმების ჩარევა - ეს არის არასწორი და არანაირ ეფექტს არ იძლევა. იუსტიციის სამინისტროს მხრიდან რეაგირება იქნა მიღებული მაშინ, როდესაც ჩვენთვის გახდა ცნობილი ამ ფაქტთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ ყველა გადაწყვეტილება იყო სწორი ამ საკითხთან დაკავშირებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ რაიმე პოლიტიკური უპირატესობა ამით არ მიუღია. ჩვენი რეაგირება იყო შეცდომა. ჯობია, როდესაც მიდის პოლიტიკური მოვლენები, იქ სამართლებრივი ინსტრუმენტები საერთოდ არ უნდა იყოს გამოყენებული.“, - განაცხადა ადეიშვილმა.