ძნელი წარმოსადგენია, რომ წამებაში ბრალდებულ ადამიანს ჰქონდეს საშუალება სამ ქვეყანაში იყოს მთავრობის კონსულტანტი, აცხადებს ზურაბ ადეიშვილი. იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა გადაცემა "არჩევანში" საუბრისას აღნიშნა, რომ მის მიმართ ბრალდება „ციხის კადრების“ საქმის გახსნის ფაბრიკაციაში არ შეიცავს რეალურ მტკიცებულებებს.
"ფაბრიკაცია შეიძლება დაერქვას იმ საქმეს, რომელიც ჩემს წინააღმდეგ არის აღძრული, ჩვენ როდესაც ამ ფაქტის შესახებ შვიტყვეთ დავიწყეთ გამოძიება და 17 ადამიანი იქნა დაკავებული, ამგრამ შემდეგ მოხდა ისე, რომ ნაწილი ამ ადამიანებისა იქნა გათავისუფებული, ერთი ადამიანი საერთოდ პასუხისმგებლობიდან იქნა გათავისუფლებული, მცირე ნაწილს მიუსაჯეს მცირე სანქციები და საბოლოო ჯამში საზოგადოებამ ვერ მიიღო პასუხი, რა დონის სისტემურ პრობლემასთან გვქონდა საქმე ციხეებში, აქედან გამომდინარე ნათლად ჩანს, რომ ეს იყო პოლიტიკური მანიპულაციის ერთერთი იარაღი.
რაც შეეხება ამ საქმის ფაბრიკაციას, ძნელი წარმოსადგენია, რომ წამებასა და არაჰუმანურ მობყრობაში ბრალდებულ ადამიანს, ჰქონდეს საშუალება სამ ქვეყანაში იყოს მთავრობის კონსულტანტი, მას ჰქოდეს საშუალება შეხვდეს ძალიან ბევრ სამთავრობო დონის წარმომადგენელს, მათთან და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებან ერთად მოამზადოს ძალიან ბევრი პროექტი, მათ შორის ადამიანის უფლებების სფეროში. ასევე, ინტერპოლმა მიიღო გადაწყვეტილება ჩემი ძებნიდან მოხსნის შესახებ, ამიტომ ძალიან ცალსახაა, რომ ეს საქმე არის პოლიტიკური მანიპულაცია და არარეალურ მტკიცებულებებზე დაფუძნებული",- განაცხადა ადეიშვილმა.