ნამდვილად არ მაქვს სახლი, მითუმეტეს არავის ნაჩუქარი, განაცხადა იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა გადაცემა „არჩევანში“. ასე გამოეხმაურა ადეიშვილი გავრცელებულ ინფორმაციას , რომლის თანახმად, 2004 წელს ვანო მერაბიშვილსა და ზურაბ ადეიშვილს ბიძინა ივანიშვილი სახლების ჩუქებას დაჰპირდა,
"ნამდვილად არ მაქვს სახლი, მითუმეტეს არავის ნაჩუქარი, იმიტომ რომ მინისტრს თუ ვინმე ჩუქნის სახლს, ეს არის დანაშაული და ეს არის კლასიკური კორუფციაა. შესაბამისად, ასეთ გარიგებებზე მე არასდროს არავისთან არ წავიდოდი", - განაცხადა ადეიშვილმა და აღნიშნა, რომ მას ივანიშვილთან პირადი კონტაქტები არასდროს ჰქონია.