ერაყში სამთავრობო ძალებსა და ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებს შორის შეტაკებები გრძელდება. არმიის ქვედანაყოფებმა ანბარის პროვინციაში სტრატეგიული მნიშვნელობის 10-მდე დასახლება დაიკავეს. მათ ისლამისტებისგან ალ-ჰამრას, მასეკარის, აბუდლიაფის, ალბუ აბასის, ალ-მალილის და ჯაზირას ოლქები გაწმინდეს. დაზუსტებული ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ ჯერჯერობით არ გავრცელებულა.