დღეს, 29 ოქტომბერს, პარტია "თავისუფლების'' ლიდერი კონსტანტინე გამსახურდია პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძეს შეხვდება.
კონსტანტინე გამსახურდია პარლამენტში 15:00 საათისთვის მივა და ბაქრაძესთან პარლამენტში დაბრუნების შემდეგ მის სამოქმედო გეგმებზე ისაუბრებს.
კონსტანტინე გამსახურდიამ პარლამენტში დაბრუნების გადაწყვეტილებაზე განაცხადით დავით ბაქრაძეს ორშაბათს მიმართა.
პარლამენტი კონსტანტინე გამსახურდიას დეპუტატის უფლებამოსილებას სავარაუდოდ მომავალი კვირის სამშაბათს აღუდგენს.