პორტუგალიის ეროვნულმა ნაკრებმა თბილისში, ჟურნალისტებისთვის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ღია ვარჯიში გამართა. მედიის წარმომადგენლებს ვარჯიშის გაშუქების ნებართვა, პირველი 15 წუთის განმავლობაში მიეცათ.
გუნდთან ერთად ივარჯიშა მსოფლიოს ერთ-ერთმა საუკეთესო ფეხბურთელმა და ნაკრების კაპიტანმა კრისტიანო რონალდომ. თბილისში იმყოფებიან პორტუგალიის ეროვნული გუნდის სხვა ლიდერებიც.
პორტუგალიის საფეხბურთო ნაკრები თბილისში სომხეთთან მატჩისთვის მოსამზადებლად უკვე რამდენიმე დღეა იმყოფება. პორტუგალია-სომხეთის მატჩი 13 ივნისს გაიმართება.