26 აპრილიდან თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში ვარშავის თეატრის აკადემიის პედაგოგი, რიტმიკის პედაგოგთა საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტი ბარბარა გრუბერნე-ბერნაცკა ჩაატარებს პრაქტიკულ ვორქშოფს „რიტმიკა" დრამის ფაკულტეტის სამსახიობო სპეციალობის სტუდენტთათვის.
5 დღის განმავლობაში ორი თხუთმეტკაციანი ჯგუფი დაეუფლება რიტმიკის ხელოვნებას და გაეცნობა მის თანამედროვე სტანდარტებს.
ვორქშოფის ფარგლებში ჩატარდება პრაქტიკული მეცადინეობები მუსიკის თანხლებით.
ვორქშოფი ტარდება ქართული თარგმანით.