"თავისუფალი დემოკრატების" მტკიცებით, ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებული მაღალჩინოსნები უახლოეს მომავალში გათავისუფლდებიან.
როგორც დეპუტატმა ირაკლი ჩიქოვანმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, აუდიტის სამსახურის განცხადების მიუხედავად, დარწმუნებულია, რომ დაკავებულებს სასამართლო გაათავისუფლებს.
,,სასამართლომ დაუშვებლად სცნო მთავარი მტკიცებულება, რომელზეც პროკურატურა აპელირებდა და, რის საფუძველზეც ეს ადამიანები იქნენ დაკავებულები, ამიტომ ჩვენ ველოდებით სასამართლოს გაგრძელებას და დარწმუნებულები ვართ, უახლოეს მომავალში კაბელების საქმეზე დაკავებული მაღალჩინოსნები იქნებიან გათავისუფლებულები", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
გენერალურმა აუდიტორმა ლაშა თორდიამ დღეს განაცხადა, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ე.წ. კაბელების საქმესთან დაკავშირებით ჩატარებულ ტენდერში დარღვევები გამოავლინა და საქმე პროკურატურაში გადაიგზავნა.