პარლამენტში დღეს საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე იმსჯელებენ. საკითხს ბიუროს სხდომაზე განიხილავენ. საქმე ეხება 14 პოლიტიკური პარტიიისა და 8 არასამთავრობო ორგანიზაციის მიმართვას, რომელიც არჩევნების მაჟორიტარული წესის გაუქმებას ითვალისწინებს. მიიღებს თუ არა მათი წინადადება საკანონმდებლო ინიციატივის სახეს, დღეს გადაწყდება. როგორც ცნობილია, ხელისუფლება 2016 წლისთვის მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას მხარს არ უჭერს და მომავალი არჩევნები კვლავ შერეული სისტემით ჩატარდება.