თბილისის მერი დავით ნარმანია სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. დავით ნარმანია ნიუ-იორკში დაგეგმილ მერების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას. კონფერენციაზე ქალაქების მართვისა და განვითარების სისტემებს განიხილავენ, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქშია დანერგილი.
დავით ნარმანია ქალაქების ურბანული განვითარების ფორუმშიც მიიღებს მონაწილეობას, ქალაქების თანამედროვე განვითარების ძირითად მიმართულებებზე იქნება საუბარი. ფორუმის მონაწილეები ერთმანეთს საკუთარი ქალაქის გამოცდილებას გაუზიარებენ, ასევე, გამართავენ დისკუსიას ქალაქების სამომავლო განვითარებასთან დაკავშირებით.
ფორუმზე დაგეგმილია დედაქალაქის მერის სიტყვით გამოსვლაც, რომელზეც ნარმანია ფორუმის მონაწილეებს თბილისის სამომავლო განვითარების ინფორმაციას მიაწვდის.