ხვალ, 29 ოქტომბერს, 12:00 საათზე სასტუმრო "კოლხში" (შანიძის ქ. 31, ვერაზე) "ეროვნული ფორუმის" ახალგაზრდული ორგანიზაცია "ახალგაზრდული ფორუმი" მართავს კონფერენციას თემაზე: "საერთაშორისო ორგანიზაციების როლი ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარების საკითხში"
კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ: "ეროვნული ფორუმის" ლიდერები - გუბაზ სანიკიძე და ირაკლი მელაშვილი, "Freidrich Naumann"-ის ფონდი, ~საერთაშორისო კრიზისების ჯგუფი", "შერიგების რესურსები", არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკურ პარტიათა ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები.
აღნიშნული კონფერენცია არის გაგრძელება კონფერენციათა ციკლისა - "ახალგაზრდების როლი ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარების საკითხში", რომელიც 26 სექტემბერს დაიწყო. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია კიდევ რამდენიმე კონფერენციის ჩატარება.
კონფერენცია გაიმართება სასტუმრო "კოლხში" 12 საათიდან 16 საათამდე.
თანდართული დოკუმენტების სახით გიგზავნით კონფერენციის დღის წესრიგსა და მონაწილეთა სიას.