"ქართული ოცნების" ოფისში საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნება” საარჩევნო კოდექსზე მსჯელობს. როგორც სხდომის დაწყებამდე ფრაქციის წევრმა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, ცვლილებები აუცილებლად განხორციელდება.
,,ყველაზე დემოკრატიული მიდგომაა როდესაც ხალხს ვეკითხებით როგორი სისტემა მოსწონთ და მით უფრო თუ ეს ცვლილება ეხება კონსტიტუციაში ცვლილებას. რეფერენდუმი ყველაზე დემოკრატიული ფორმაა, რომელიც პარტიებს არ მისცემს საშუალებას საკუთარ ინტერესებზე მოირგოს ცვლილებები და გადაწყვეტილებას ხალხი მიიღებს. ცვლილება აუცილებლად განხორციელდება, ჩვენ ამისთვის ვემზადებოდით და საკონსტიტუციო სასამართლომაც დააჩქარა ეს პროცესი", - განაცხადა ბესელიამ.
სხდომის დასრულების შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობის დახურული სხდომა დაიწყება. ხსდომაზე პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის დასწრების შესახებ ამ დროისთვის ინფორმაცია არ ვრცელდება.