"ქართული ოცნების" დახურულ სხდომას სავარაუდოდ ბიძინა ივანიშვილიც დაესწრება.
პარტიის ცენტრალურ ოფისში 16:00 საათზე ფრაქცია "ქართული ოცნება", 17:00 საათისთვის კი, საპარლამენტო უმრავლესობა იკრიბება.
გუშინ ,,ქართული ოცნების” წევრებმა განაცხადეს, რომ საარჩევნო კოდექსის რეფორმასთან დაკავშირებით, 5 ივნისს დახურულ სხდომაზე იმსჯელებენ. თუმცა, სავარაუდოდ საუბარი იქნება ასევე, ეროვნული ბანკის შესახებ კანონში ცვლილებებზეც. გავრცელებული ინფორმაციით, დახურულ სხდომაზე ბიძინა ივანიშვილსაც ელოდებიან.