საქართველოს ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის მტკიცებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან თანამშრომლობას ვერანაირი განცხადებები ვერ შეუშლის ხელს.
როგორც მინისატრმა აღნიშნა სავალუტო ფონდი არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი.
„ვერანაირი განცხადებები ვერ შეუშლის და არც არის გამიზნული იმისათვის, რომ ხელი შეუშალოს ამ ურთიერთობებს, პირიქით, სავალუტო ფონდი არის საქართველო სტრატეგიული პარტნიორი,“ - განაცხადა ხადურმა.
ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გუშინ განაცხადა, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს დანაშაული საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლის თხოვნით აპატია და ეს მისი პირადი ,,საქმე” იყო. ივანიშვილისა და სავალუტო ფონდის წარმომადგენლის პრივატული შეხვედრა ფინანსთა მინისტრმაც დაადასტურა.
საერთაშორისო სავალუტო ფონდი დღეს ივანიშვილის განცხადებას გამოეხმაურა. მისიის ხელმძღვანელი აზიმ სატიკოვი განმარტავს, რომ ფონდი მხედველობაში ვერ მიიღებს მართმსაჯულებასთან და ინდივიდუალური პირების კანონთან მიმართებაში დაკავშირებულ საკითხებს, რადგან ეს არ არის მისი მანდატი.