ბრიტანეთის დედოფალი იუბილარია. ელიზაბეტ მეორის იუბილესთან დაკავშირებით დიდი ბრიტანეთის საელჩოში მიღება გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი, თავდაცვის მინისტრი, მისი მოადგილე და საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარი სერჟანტიც დაესწრნენ. სტუმრებს ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში ალექსანდრა მერი ჰოლ ჰოლმა და თავდაცვის ატაშემ, ვიცე-პოლკოვნიკმა ნიკ უილკესმა უმასპინძლეს.