საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი პირველი ოფიციალური ვიზიტით მონტენეგროში იმყოფება, სადაც ოფიციალურ შეხვედრებს მართავს. თამარ ბერუჩაშვილი უკვე შეხვდა მონტენეგროელ კოლეგას, იგორ ლუკსიჩს. მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის გარრმავების საკითხები განიხილეს. შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესზეც. გადაწყდა, რომ თბილისი წლის ბოლომდე უმასპინძლებს მონტენეგროსა და საქართველოს შორის პოლიტიკურ კონსულტაციებს. თამარ ბერუჩაშვილმა საკუთარი კოლეგა საქართველოში მოიწვია.