საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის თქმით, „ქართული ოცნების“ კოალიციაში არ იგეგმება საკადრო გადაადგილებები. „2030“–ის ჟურნალისტის კითხვაზე „აპირებს თუ არა ის პრემიერ–მინისტრობას?“ დავით უსუფაშვილმა უპასუხა:
„მე პოლიტიკოსობასაც არ ვაპირებდი 2005 წლამდე. <...> ამ წუთში მე ვაკეთებ იმ საქმეს, რომელიც როგორც პოლიტიკოსს შესაძლოა კარგად გამომდიოდეს. მე არ მგონია, რომ ამ წუთში სხვა საქმე უფრო კარგად გამომივა.“
ამასთანავე პოლიტიკოსმა აღნიშნა: „კოალიციაში არანაირი ცვლილებები ამ თვალსაზრისით არ იგეგმება. ჩვენ ნდობა გამოვუცხადეთ მთავრობას 2016 წლის არჩევნებამდე“.