საქართველოს პარლამენტოს წევრები 2015 წლის 4-5 ივნისს, პარიზში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობენ. ზვიად ძიძიგური, თამარ კორძაია, გიორგი კახიანი და ირაკლი ჩიქოვანი, ევროპის საბჭოს ქვეყნებში თავისუფალი არჩევნების უფლების განხორციელების თემის განხილვას ესწრებიან.
კონფერენციაზე, ევროპის საბჭოს დემოკრატიული მმართველობის გენერალურმა დირექტორმა, კლაუდია ლუჩიანიმ განსაკუთრებული ხაზგასმით აღნიშნა საქართველოსთან თანამშრომლობის პოზიტიური გამოცდილება. მან მადლობა გადაუხადა, ცესკოს თავმჯდომარეს, ქალბატონ თამარ ჟვანიას გაწეული შრომისათვის და ცესკოს მიმართ ნდობის ამაღლებისთვის. კონფერენციის მიმდინარეობისას, დამატებით განიხილავენ ევროპის სასამართლოს პრაქტიკას თავისუფალი არჩევანის უფლებასთან დაკავშირებით, ასევე, ევროპის საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის მექანიზმებს, საარჩევნო კამპანიისას ადმინისტრაციული რესურების გამოყენების თვალსაზრისით თანამედროვე გამოწვევებს, ამომრჩეელთა სიების ფორმირებასა და სხვა აქტუალურ საკითხებს.