რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ნოდარ ჯავახიშვილის განცხადებით, ბიუჯეტის კორექტირება ინფრასტრუქტურულ პროექტებს არ შეეხება. ამის შესახებ ჯავახიშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.
„ბიუჯეტის კორექტირება ინფრასტრუქტურულ პროექტებს არ შეეხება. ჩვენ ასეთი შეთანხმება გვაქვს და არა მარტო საქართველოს ხელისუფლებაში, არამედ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთანაც. ასე, რომ ინფრასტრუქტურული პროექტები არ შემცირდება“,- განაცახადა ნოდარ ჯავახიშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა ფინანსთა მინისტრს დღეს, ბიუჯეტის კორექტირებული ვარიანტის 10 ივნისისთავის წარდგენა დაავალა.