საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მის აღმატებულება რაიმონდს ვეიონისს ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტად არჩევას ულოცავს.
,,თქვენო აღმატებულებავ, ჩემთვის დიდი პატივია გულწრფელად მოგილოცოთ ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტად არჩევა. მოხარული ვარ აღვნიშნო, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრული ურთიერთობა და მჭიდრო თანამშრომლობა პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული თვალსაზრისით წარმატებით ვითარდება. მტკიცედ მწამს, რომ თქვენი ხელმძღვანელობით საქართველოსა და ლატვიის რესპუბლიკას შორის არსებული ხანგრძლივი მეგობრობა და თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდება და გაღრმავდება ჩვენი ერების საერთო კეთილდღეობისათვის. მინდა გამოვხატო თქვენდამი მადლიერება საქართველოს დემოკრატიის, დამოუკიდებლობის, ასევე ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფების ურყევი მხარდაჭერისათვის. ვიყენებ ამ შესაძლებლობას და მსურს მოგიწვიოთ საქართველოში. მოხარული ვიქნები გიმასპინძლოთ თბილისში, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი პარტნიორობის კიდევ უფრო გაღმავებას. თქვენო აღმატებულებავ, გთხოვთ მიიღოთ ჩემი თქვენდამი ღრმა პატივისცემა და საუკეთერსო სურვილები, თქვენს მომავალ საქმიანობაში წარმატებისათვის, ლატვიელი ხალხის მშვიდობისა და საკეთილდღეოდ”.