მთავრობის დღევანდელ სხდომაზე უკანონოდ ჩამორთმეული ავტომობილების უკან დაბრულების საკითხზე იმსჯელებენ. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პროკურატირაში შექმნილი ახალი დეპარტამენტის მიერ, ქონების უკანონოდ ჩამორთმევის 5 ფაქტის გახსნასთან დაკავშირებით განაცხადა.
,,ამ კუთხით ინტენსიურად იმუშავა მთავრობამ და პროკურატურაში შექმნილმა ახალმა დეპარტამენტმა და დღეიდან უკვე დავიწყებთ ქონების უკან დაბრუნების საკითხის განხილვას. როგორც ვიცი, რამდენიმე ავტომობილის დაბრუნებაზეა საუბარი. რა თქმა უნდა, ეს ვერ შეეხება წინა წლების განმავლობაში წინამორბედი ხელისუფლების დროს დაზარალებულ ყველა ადამიანს, თუმცა პროცესი დაწყებულია და ის მაქსიმალურად უნდა დავაჩქაროთ. სამართლიანობის აღდგენის მიმართულებით ჩვენ, რა თქმა უნდა, უნდა გავაქტიურდეთ და კარგია, რომ პროკურატურაში შექმნილი ახალი დეპარტამენტი აქტიურად მუშაობს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა
შეგახსენებთ, საქართველოს პროკურატურამ გუშინ მოქალაქეთა ქონების იძულებით ჩამორთმევის ხუთი ფაქტი გახსნილად გამოაცხადა. პროკურატურის ინფორმაციით, 2010 წელს დაზარალებულ 4 მოქალაქეს უკანონოდ ჩამორთმეული ავტომანქანები უკან დაუბრუნდება.