საქართველოს ექს–პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის თქმით, რამდენიმე ქვეყანაში მის სათვალთვალოდ საქართველოდან უშიშროების სამსახურის თანამშრომლები გაგზავნეს. როგორც სააკაშვილმა გადაცემა "არჩევანში" განაცხადა, რამდენიმე მათგანი დააკავეს და საქართველოში დეპორტაცია გაუკეთეს, ერთი კი ამ დრომდე პატიმრობაში რჩება.
"არა მხოლოდ სულელურ დელეგაციებს აგზავნიან, არამედ რამდენიმე ქვეყანაში გამოაგზავნეს სუს-ის თანამშრომლები, რომ ჩემზე ეწარმოებინათ დაკვირვება. რამდენიმე ქვეყანამ ისინი დააკავა, დაადეპორტა და ერთ ქვეყანაში კი დღემდე ზის სუს-ის მაღალჩინოსანი და მას აღარ უშვებენ. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობამ არაერთხელ შეუთვალა, თქვეს, რომ კანონი კანონია და ვინ მოგცათ უფლება ჩვენ ქვეყანაში ოფიციალურად მოწვეულ ადამიანს რომ უთვალთვალებთო. ასე რომ, ძალიან სამარცხვინოა", - განაცხადა სააკაშვილმა, მაგრამ არ დააკანკრეტა, რომელ ქვეყანაზე იყო საუბარი.